ბაზარზე შესვლა და გაფართოება

 
ჩვენ ვეხმარებით უცხოურ და ადგილობრივ კომპანიებს საქართველოს ბაზარზე შესვლასა და გაფართოებაში. ასევე ხელს ვუწყობთ ადგილობრივ კომპანიებს გავიდნენ უცხოურ ბაზარზე. ინვესტიციის შეფასებიდან დაწყებული პროექტის მართვის ჩათვლით, ჩვენ ვეხმარებით კლიენტებს გაიარონ ბაზარზე შესასვლელი ყოველი საფეხური, ვეხმარებით უკეთესი გადაწყვეტილებების მიღებაში და ინვესტიციის რისკის შემცირებაში.
 
ჩვენი სტრატეგიული კავშირის მეშვეობით „Larive“ ჯგუფთან,  ჩვენ ხელი მიგვიწვდება დასავლეთ, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის, ასევე აზიის ქვეყნების 26 ბაზარზე.  „Larive International“–თან ერთად ვაკავშირებთ ქართულ და ჰოლანდიურ კომპანიებს ერთობლივი ინვესტიციების შესაქმნელად, ტექნოლოგიების და პრაქტიკულ ცოდნის გასაცვლელად და გასაყიდად.
 
ჩვენი სამუშაო ბაზარზე შესვლის და გაფართოების მიმართულებით შეიძლება დაყოფილ იქნას შემდგომ სერვისებად:
 
  • ბაზრის ანალიზი
  • ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება და ბიზნეს გეგმა 
  • კომერციული საქმიანობის ანალიზი
  • ინდუსტრიის და კომპანიის ეკონომიკა 
  • პარტნიორის ძებნა
  • ფინანსირება და სუბსიდირება
  • პროექტის იმპლემენტაცია 
  • ვირტუალური და მომსახურებული აღმასრულებელი ოფისები