ბაზრის ანალიზი

Error message

  • Deprecated function: Methods with the same name as their class will not be constructors in a future version of PHP; views_display has a deprecated constructor in require_once() (line 3157 of /home/tbsc/tbsc.ge/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: Methods with the same name as their class will not be constructors in a future version of PHP; views_many_to_one_helper has a deprecated constructor in require_once() (line 113 of /home/tbsc/tbsc.ge/sites/all/modules/ctools/ctools.module).
  • Deprecated function: The each() function is deprecated. This message will be suppressed on further calls in menu_set_active_trail() (line 2394 of /home/tbsc/tbsc.ge/includes/menu.inc).
 
ახალ ბაზარზე/ნიშაში გაფართოება ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა. საინტერესო ბიზნეს შესაძლებლობების პოვნა მრავალ ადგილას შეიძლება, განსაკუთრებით როცა საქმე ეხება განვითარებად ბაზრებს. თუმცა აღსანიშნავია, რომ ეს შესაძლებლობები საკმაოდ ხშირად უკავშირდება სხვადასხვა სახის ბიზნეს რისკებსა და არაეფექტურობას. აქედან გამომდინარე, ბიზნეს შესაძლებლობების საფუძვლიანი ანალიზი ახალი წამოწყებების წარმატების საწინდარია. 
 
TBSC Consulting–ი ბაზრებისა და ნიშების საფუძვლიანი ანალიზის საშუალებით ეხმარება კლიენტებს შეაფასონ თავისი ბიზნეს შესაძლებლობები. იქნება ეს სექტორის შესახებ დეტალური ინფორმაციის გარკვევა, ტენდენციებისა და ზრდის შესაძლებლობების ანალიზი, თუ კონკურენციის, ფასებისა და მიწოდების ჯაჭვის შესწავლა, TBSC წარადგენს მოპოვებულ ცოდნას ბაზრის სხვადასხვა ასპექტების შესახებ, რაც საშუალებას აძლევს კლიენტებს მიიღონ მეტად ინფორმირებული და ამის შედეგად ნაკლებად რისკიანი გადაწყვეტილებები. 
 
ჩვენი ცოდნა და გამოცდილება საშუალებას გვაძლევს ჩავატაროთ სხვადასხვა სექტორის, ბაზრისა და ბაზრის მოთამაშეთა ანალიზი. ამავდროულად, მსოფლიო მასშტაბით ჩვენი პარტნიორი ოფისების ფართო ქსელის საშუალებით, ჩვენ შეგვიძლია ინფორმაციის მოწოდება ჩვენი ქართველი კლიენტებისთვის აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის, აზიისა და აფრიკის ბაზრების შესახებ. თუ გსურთ დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ჩვენი პრაქტიკის შესახებ ბაზრის ანალიზის კუთხით, დაგვიკავშირდით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: TengizL@TBSC.ge