პარტნიორის მოძიება

Error message

  • Deprecated function: Methods with the same name as their class will not be constructors in a future version of PHP; views_display has a deprecated constructor in require_once() (line 3157 of /home/tbsc/tbsc.ge/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: Methods with the same name as their class will not be constructors in a future version of PHP; views_many_to_one_helper has a deprecated constructor in require_once() (line 113 of /home/tbsc/tbsc.ge/sites/all/modules/ctools/ctools.module).
  • Deprecated function: The each() function is deprecated. This message will be suppressed on further calls in menu_set_active_trail() (line 2394 of /home/tbsc/tbsc.ge/includes/menu.inc).
 
ზრდის ან ბაზრების დივერსიფიკაციის დროს, კომპანიებს ხშირად ესაჭიროებათ პარტნიორები. მწარმოებელ კომპანიებს სჭირდებათ დისტრიბუტორები და კლიენტები, ხოლო ინვესტორებს ესაჭიროებათ სტრატეგიულო პარტნიორები. სწორი პარტნიორის ყოლა არის უაღრესად მნიშვნელოვანი და მისი მოძიება არც თუ ისე ადვილია. ამასთან, კულტურული სხვაობების გამო, ყოველთვის არ არის ადვილი ბაზარზე შემოსვლა და პარტნიორობის განვითარება უცხოურ კომპანიებთან. ბიზნეს პრაქტიკები სხვადასხვაგვარია ქვეყნიდან ქვეყნამდე და იმან, რაც ამართლებს ერთ ქვეყანაში, შესაძლოა არ გაამართლოს სხვა ქვეყანაში.
 
TBSC Consulting-ი ეხმარება კლიენტებს სწორი პარტნიორის გამოვლენაში. ჩვენ ამ მომსახურებას ვუწევთ უცხოურ კომპანიებს, რომლებიც ეძებენ ადგილობრივ პარტნიორებს საქართველოში. ამავდროულად, ჩვენ ვეხმარებით ქართულ კომპანიებს მოიძიონ პარტნიორები სხვა ქვეყნებში. დაწყებული კლიენტებიდან და დისტრიბუტორებიდან, დამთავრებული სტრატეგიული და ფინანსური ინვესტორებით, ჩვენ ვეხმარებით კლიენტებს გამოავლინონ სწორი პარტნიორი მათთვის საინტერესო სხვადასხვა ბაზარზე.
 
ჩვენი სამუშაო იწყება ბაზრის სწრაფი შეთვალიერებით, ხოლო  გრძელდება გრძელი და მოკლე სიებისა და საფუძველის შემოწმებით. ამასთან, ჩვენ ვასრულებთ შუამავლის როლს, რათა დავეხმაროთ კლიენტებს განავითარონ ბიზნეს პარტნიორობები. ჩვენ გვესმის როგორც ქართული, ასევე სხვა ქვეყნების კულტურა და ბიზნეს პრაქტიკა. ჩვენ ვიცით, რომ კომპანიებს შესაძლოა ჰქონდეთ განსხვავებული მოლოდინი, აღქმა თუ გაგება. ამიტომაც ჩვენ ვმუშაობთ კლიენტებთან ძალიან მჭიდროდ, რათა დავეხმაროთ უკეთესად კომუნიკაციაში და ვუზრუნველვყოთ  თანამშრომლობის დაწყება. 
 
ჩვენ ვახორციელებთ პარტნიორის მოძიებას ინდივიდუალური კომპანიებსათვის, სავაჭრო მისიებისა და ბიზნეს ფორუმებისათვის. ჩვენი მიდგომა ასეთ მისიებთან მდგომარეობს იმაში, რომ ფოკუსირება მოვახდინოთ სწორი ქართული კომპანიების გამოვლენაში და გადმობირებაში და მათ უცხოელ დელეგატებთან გულდასმით დაკავშირებაში. ჩვენ წინასწარ ვამზადებთ მხარეებს, რათა შეხვედრები იყოს პროდუქტიული და ეფექტური. გთხოვთ, დაგვიკავშირდით მისამართზე TengizL@TBSC.ge რათა შეიტყოთ მეტი ჩვენი პრაქტიკის შესახებ პარტნიორების მოძიების დარგში.