პროექტის იმპლემენტაცია

Error message

  • Deprecated function: Methods with the same name as their class will not be constructors in a future version of PHP; views_display has a deprecated constructor in require_once() (line 3157 of /home/tbsc/tbsc.ge/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: Methods with the same name as their class will not be constructors in a future version of PHP; views_many_to_one_helper has a deprecated constructor in require_once() (line 113 of /home/tbsc/tbsc.ge/sites/all/modules/ctools/ctools.module).
  • Deprecated function: The each() function is deprecated. This message will be suppressed on further calls in menu_set_active_trail() (line 2394 of /home/tbsc/tbsc.ge/includes/menu.inc).
 
ახალ ბაზრებზე შემსვლელი ორგანიზაციები ხშირად დგებიან სხვადასხვა გამოწვევების წინაშე, რომლებიც წარმოიშვება კულტურებს შორის, ენასა და ბიზნეს პრაქტიკებს შორის არსებული განსხვავებების შედეგად. თუმცა უმეტესად ამ გამოწვევების მიზეზი ის არის, რომ ისინი არიან ახალნი და უცხო მოცემული ადგილისათვის. ის, რაც შესაძლოა იყოს რთული მათთვის, შეიძლება იყოს ძალიან იოლი და მარტივი ადგილობრივი პროფესიონალებისათვის. აქიდან გამომდინარე, ადგილობრივად გაწეული დახმარება იმპლემენტაციის ფაზაში ძალიან მნიშვნელოვანი, რათა უზრუნველყოფილ იქნას პროექტის შეუფერხებელი, პროდუქტიული, დროული და ბიუჯეტით გათვლისწინებული მიმდინარეობა. 
 
TBSC Consulting-ი ეხმარება ქართულ ბაზარზე ახალ შემომსვლელებს სხვადასხვა პროექტების განხორციელებაში. აღნიშნული სამუშაო მოიცავს სწორი კომპანიების შერჩევას და მათთან კონტრაქტის დადებას, ტენდერების შემუშავებას და გამოცხადებას, სამუშაოს გაიოლებას ლიცენზიებისა და ნებართვების მოპოვებით, ოფისების ეკიპირებას, შეხვედრების დანიშვნასა და არა მხოლოდ. იგი მოიცავს ყველაფერს, რაც საშუალებას აძლევს კლიენტს კონცენტრირება მოახდინოს მის უმთავრეს ბიზნესზე მაშინ, როდესაც ჩვენ ვიზრუნებთ სხვადასხვა პროექტებზე, დავალებებსა თუ დეტალებზე.
 
ჩვენ ასევე ვეხმარებით ქართველ კლიენტებს პროექტის იმპლემენტაციაში, როდესაც ისინი გადიან საზღვარგარეთის ბაზრებზე. ჩვენ ამას ვაკეთებთ პარტნიორი კომპანის ფართო ქსელის მეშვეობით და შესაბამისად ვუზრუნველყოფთ პროექტების იმპლემენტაციას სხვადასხვა სერვისების მეშვეობით, იმ მიზნით, რომ ქართველი კლიენტები იყვნენ პროდუქტიულები და ეფექტურები ახალ ბაზრებზე. გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგ მისამართზე, რათა შეიტყოთ მეტი პროექტის იმპლემენტაციაში ჩვენი პრაქტიკის შესახებ: TengizL@TBSC.ge.