ტექნიკურ–ეკონომიკური დასაბუთება და ბიზნეს გეგმები

 
მას შემდეგ, რაც ბაზრის ანალიზი დასრულებულია, პარტნიორი მოძიებული და ბიზნესის არსი განსაზღვრული, აუცილებელია უფრო დეტალური ბიზნეს დაგეგმვა. ინვესტიციას წინ უნდა უძღოდეს საგულდაგული ანალიზი და დაგეგმვა ბიზნესის სხვადასხვა ასპექტში. ბაზრის ნაწილში ინვესტორმა უნდა განსაზღვროს მომხმარებლის სეგმენტები, შეაფასოს და გააკეთოს შემოსავლის პროგნოზი, ჩამოაყალიბოს საფასო პოლიტიკა, განავითაროს უპირატესობის მოპოვების ხერხები და დასახოს ბაზრის მიზნობრივი წილი. მენეჯმენტის ნაწილში, ინვესტორმა უნდა შექმნას შესაბამისი გამოცდილების მქონე მენეჯმენტის ძლიერი გუნდი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მხოლოდ საოპერაციო და საინვესტიციო ხარჯების და შემოსავლების დეტალური შეფასება მისცემს ინვესტორს საშუალებას მიიღოს სწორი გადაწყვეტილება იმის თაობაზე, ჩადოს თუ არა კონკრეტულ საქმეში ინვესტიცია.
 
ტექნიკურ–ეკონომიკური დასაბუთების და ბიზნეს გეგმების მომზადებისას TBSC Consulting-ი ირჩევს საგულდაგულო მიდგომას. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვაკეთებთ ბაზრის, ინვესტიციის და ხარჯის ძალიან დეტალურ ანალიზს და შემდეგ ვსახავთ საერთო სურათს. ჩვენ არ ვცდილობთ გამოვიცნოთ, არამედ, დასკვნების გამოტანისას ვეყრდნობით ფაქტებს და სტატისტიკას. ეს ხდის ამ ანალიზს და საბოლოო სურათს დამაჯერებელს და ადვილად დასაცავს კლიენტების, ინვესტორის და სხვა დაინტერესებული პირების წინაშე.
 
ამასთან, ჩვენ ვეხმარებით კომპანიებს უცხოელი ექსპერტებისგან თანამედროვე ტექნოლოგიის და ნოუჰაუს მოძიებაში და ამგვარად ვამზადებთ ტექნიკურ–ეკონომიკურ დასაბუთებას. საქართველოში არსებული სექტორების უმრავლესობაში შეიმჩნევა თანამედროვე ტექნოლოგიების და გამოცდილების ნაკლებობა და შესაბამისად,  განვითარებული ბაზრიდან ტექნოლოგიის ტრანსფერი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია წარმატებული ბიზნესის ასაწყობად. TBSC Consulting-ი ეხმარება ქართველ კლიენტებს დაუკავშირდნენ შესაფერის ექსპერტებს სხვადასხვა სფეროში და ქართველ და ჰოლანდიელ ექსპერტებთან კონსორციუმში მუშაობს ტექნიკურ–ეკონომიკურ დასაბუთებაზე. ეს ტიპურად არის შემსწავლელი პროექტები, რომლებიც დაფინანსებულია ჰოლანდიური მთავრობის მიერ რათა ხელი შეუწყოს ჰოლანდიური ტექნოლოგიის ტრანსფერს განვითარებად ქვეყნებში.
 
თუ გსურთ შეიტყოთ მეტი ტექნიკურ–ეკონომიკური დასაბუთებაზე და ბიზნეს გეგმებზე, დაგვიკავშირდით მისამართზე: TengizL@TBSC.ge.