გუნდი

 

პოლ კლარკი MSEng, MBA, CPT - პრეზიდენტი

ბატონი კლარკი არის TBSC კონსალტინგის დირექტორი და პრეზიდენტი. ის 25 წლის განმავლობაში ეხმარებოდა დირექტორთა საბჭოებს და სამთავრობო ერთეულებს ახალი სტრატეგიისა და მეთოდების განვითარებაში. ბატონი კლარკი 9 წლის განმავლობაში მუშაობდა საქართველოში როგორც ბიზნეს სექტორისთვის, ასევე სამთავრობო უწყებებისთვის. ის ხელმძღვანელობდა არაერთ მსხვილ პროექტს როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, მათ შორის პროექტებს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისთვის (EBRD),  საპარტნიორო ფონდისთვის და სხვა. მისი გამოცდილება მოიცავს წარმოებას, უძრავ ქონებას, საკვები პროდუქტების წარმოებას და მუშავებას, ლოჯისტიკურ საქმიანობას და მსუბუქ მრეწველობას. ბატონი კლარკი ფლობს B.S. და M.S. ხარისხებს ინჟინერიაში სტენფორდის უნივერსიტეტში (სტენფორდი, კალიფორნია, აშშ) და MBA-ს ფინანსებში, ბიზნეს სკოლა ჩიკაგოს უნივერსიტეტში (ჩიკაგო, ილინოისი, აშშ). 

ელ-ფოსტა: PaulC@TBSC.ge

დეტალური C.V.      

თენგიზ ლომიტაშვილი - მმართველო კონსულტანტი, პარტნიორი
 
თენგიზი ფლობს მაგისტრის დიპლომს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტიდან (GAU). 2003-2005 წლებში წარჩინებით გაიარა მაგისტრატურა ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (ეკონომიკის ფაკულტეტი, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები). 1999-2003 წლებში წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეკონომიკის ფაკულტეტი, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სპეციალიზაციით (ბაკალავრის დიპლომი).
 
თენგიზ ლომიტაშვილი მუშაობდა TBSC კონსალტინგში 2003–2007 წლებში, როგორც დამწყები კონსულტანტი და პროექტების მენეჯერი. 2007 წელს მან დატოვა კომპანია და 2010 წლამდე იმუშავა უძრავი ქონების საინვესტიციო კომპანიაში Development Solutions მარკეტინგის განყოფილების უფროსის პოზიციაზე. 2010 წლიდან ის მუშაობდა კომერციული წარმომადგენლის პოზიციაზე  (და ასევე წარმომადგენლად სომხეთსა და აზერბაიჯანში) საერთაშორისო კვლევით კომპანია TNS-ში. 2012 წლიდან იგი კვლავ შეუერთდა TBSC-ის, ამჯერად მმართველი კონსულტანტის პოზიციაზე.
 
TBSC კონსალტინგში თავისი მუშაობის პერიოდში თენგიზი ხელმძღვანელობდა საქართველოსთვის ინოვაციური საკონსულტაციო პროექტების განვითარებას და წარმატებით განახორციელა რამდენიმე მსხვილმასშტაბიანი პროეტი კომპანიის კლიენტებისთვის. გააჩნია რა როგორც კლიენტის, ასევე შემსრულებლის კუთხით მუშაობის მრავალფეროვანი გამოცდილება, მან საკმაოდ დიდი კვალიფიკაცია დააგროვა მარკეტინგში, მარკეტინგულ და საბაზრო კვლევებში, ეკონომიკურ დასაბუთების კვლევებში, საინვესტიციო პროექტებში, პროექტების მართვასა და საკონსულტაციო მეთოდებში. თენგიზი ასევე კარგად იცნობს სომხეთის და აზერბაიჯანის ბაზრებს.
 
თენგიზი სრულყოფილად ფლობს ქართულ (მშობლიური), ინგლისურ და რუსულ ენებს. 

ელ-ფოსტა: TengizL@TBSC.ge

დეტალური C.V.

 

 

ნინა გულდედავა - ოფისის მენეჯერი

ნინამ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფილოლოგიის ფაკულტეტი. ის ასევე სწავლობდა დიდი ბრიტანეთში, ლონდონის საერთაშორისო აკადემიაში, სადაც მან გაიღრმავა ინგლისური ენის ცოდნა.

TBSC-ში გადმოსვლამდე, ნინა მუშაობდა კორექტორად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გაზეთში, ლიტერატურულ რედაქტორად საგამომცებლო სახლში და ინგლისური ენის მასწავლებლად ქართულ-ამერიკულ სკოლაში.

ნინა შეურთდა TBSC კონსალტინგს 2005 წელს, როგორც ოფის მენეჯერი და მას შემდეგ მართავს კომპანიის საოფისე საქმიანობას. გარდა ამისა, ნინა ეხმარება კონსულტანტებს სხვადასხვა საკონსულტაციო პროექტის განხორციელებაში.

ნინა სრულყოფილად ფლობს ქართულ (მშობლიური), ინგლისურ და რუსულ ენებს.

ელ-ფოსტა: NinaG@TBSC.ge

დეტალური C.V.        

   
 
ნათია წიფურია; MBA -ბუღალტერი

ნათიამ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი და პროფესიული საბუღალტრო კურსები "თბილისი ბიზნესისა და მენეჯმენტის ინსტიტუტში". ნათიამ დაიცვა მაგისტრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირებაში, ფინანსების განხრით, გრენობლის უნივერსიტეტში. ნათიას საბუღალტრო პრაქტიკა მოიცავს 10 წლიან გამოცდილებას, რომელიც მან დააგროვა როგორც ფინანსურმა მენეჯერმა "კაუკაზუს როუდ პროჯექტში" და სხვადასხვა მცირე თუ საშუალო ზომის ქართულ კომპანიებში, უზურნველყოფდა რა მათ საბუღალტრო მომსახურებით.

ნათია შეუერთდა TBSC კონსალტინგს 2007 წლის იანვარში, სადაც მან დაიკავა საგადასახადო ბუღალტრისა და საგადასახადო მრჩეველის პოზიცია.

ნათია სრულყოფილად ფლობს ქართულ (მშობლიური), ინგლისურ და რუსულ ენებს.

ელ-ფოსტა: NatiaT@TBSC.ge

დეტალური C.V.