ინვესტორის პრეზენტაცია სამშენებლო კომპანიისთვის

კარგად შესრულებული პრეზენტაცია აუცილებელი წინაპირობაა ინვესტორების ინტერესის გასაღვივებლად და დიდი წინგადადგმული ნაბიჯია ფაქტიური გარიგების გზაზე. კარგი ინვესტორების პრეზენტაცია დამაჯერებელ ისტორიას ყვება, რომელიც ისევე, როგორც ნამდვილ ზღაპრებში, რაღაც ლოგიკას მისდევს და თან გამყარებულია ანალიზითა და ფაქტებით. TBSC Consulting–ის ერთ–ერთი მომსახურებაა საინვესტიციო დოკუმენტების მომზადება, მათ შორისაა საინვესტიციო შეთავაზება და პრეზენტაცია ინვესტორებისთვის. მცირე ხნის წინ ჩვენ დავასრულეთ პროექტი ერთ–ერთი ლიდერი სამშენებლო კომპანიისთვის საქართველოში, მათ საკუთრებაში არსებულ დიდი ზომის უძრავი ქონების შესახებ, რომელიც თბილისის ცენტრში მდებარეობს. პრეზენტაციაში მიმოვიხილეთ ქონების განვითარების რამდენიმე ვარიანტი და დავასაბუთეთ მათი კომერციული გამოყენების შესაძლებლობა. ამას გარდა, პრეზენტაციაში შეჯამდა ქვეყნის საინვესტიციო გარემოს მიმზიდველობა და ადგილობრივი პარტნიორების უპირატესობები. იმედი გვაქვს, რომ ამ საინვესტიციო პრეზენტაციით კომპანია მოახერხებს პოტენციური სამიზნეების წარმატებით დაინტერესებას. ასეთ შემთხვევაში შესაძლოა მომზადდეს უფრო დეტალური ეკონომიკური და ფინანსური დასაბუთება.
ყველამ, ვინც ინვესტორის ძიებაშია, უნდა ჩათვალოს ინვესტორების პრეზენტაცია ან სრული საინვესტიციო შეთავაზება სერიოზულ ნაბიჯად აღნიშნულ გზაზე.