ჯართის ხელმისაწვდომობის ბაზრის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება

მას შემდეგ, რაც საქართველოში 20 წელია მიმდინარეობს ჯართის მასიური ექსპორტი, საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო (GNIA) დაინტერესდა შავი ლითონის ჯართის, როგორც სტრატეგიული რესურსის ხელმისაწვდომობით საქართველოს მეტალურგიული ინდუსტრიისთვის საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში. TBSC-იმ განახორციელა საქართველოში ჯართის წარმომავლობის მონაცემთა მეორადი ანალიზი და ჯართის მომგროვებელთა და მოვაჭრეთა პირველადი კვლევა.

მიტოვებული, თუმცა არა დანგრეული საბჭოური ინდუსტრიული კომპლექსების რეესტრსა და შერჩევით კვლევებზე დაყრდნობით, TBSC-იმ გამოიტანა დასკვნები საბჭოთა დანატოვარიდან ამჟამად არსებული ჯართის მარაგის შესახებ. გარდა ამისა, TBSC-იმ ჩაატარა რამდენიმე ქვეყნის შესახებ კვლევა და შეისწავლა ჯართის ხელმისაწვდომობა რამდენიმე მსგავს ეკონომიკაში, რათა გამოგვეთვალა გრძელვადიანად რა ოდენობის ჯართი უნდა გროვდებოდეს ქვეყანაში. მთლიანობაში კი დასკვნებმა გვაჩვენა, თუ: ა) დღეისათვის რა რაოდენობის ჯართია დარჩენილი საქართველოში საბჭოთა ეპოქიდან; ბ) რა მოცულობის ჯართი გროვდება ქვეყანაში და როგორი იქნება ეს მაჩვენებელი მომდევნო შვიდ წელიწადში.