მომსახურებები

მიუხედავად იმისა, რომ TBSC კონსალტინგი სთავაზობს თითეულ  კლიენტს მასზე მორგებულ გადაწყვეტილებებს, ჩვენი მომსახურებები იყოფა შემდეგ ჯგუფებად: ბაზარზე შესვლა და გაფართოება, საოპერაციო საქმიანობის გაუმჯობესება და პოლიტიკისა და გადაწყვეტილებების ანალიზი.

ბაზარზე შესვლა და გაფართოება  – ამ მომსახურებით, ჩვენ ვეხმარებით უცხოურ და ადგილობრივ კომპანიებს საქართველოს ბაზარზე შესვლასა და გაფართოებაში. ინვესტიციის შეფასებიდან დაწყებული პროექტის მართვის ჩათვლით, ჩვენ ვეხმარებით კლიენტებს გაიარონ ბაზარზე შესასვლელი ყოველი საფეხური, ვეხმარებით უკეთესი გადაწყვეტილებების მიღებაში და ინვესტიციის რისკის შემცირებაში. დაწვრილებით.

საოპერაციო საქმიანობის გაუმჯობესება  - ამ მომსახურებით ჩვენ ვეხმაერებით ჩვენს კლიენტებს განსაზღვრონ საქმიანობის გაუმჯობესების შესაძლებლობები და შემდეგ ვმუშაობთ მათთან ერთად ამ შესაძლებლობების განსახორციელებლად. შედაგად, ჩვენი კლიენტები აღწევენ მაღალ პროდუქტიულობას და ეფექტურობას. დაწვრილებით. 

პოლიტიკისა და გადაწყვეტილებების ანალიზი – ამ მომსახურებით ჩვენ, სახელმწიფოს, პროექტებისა და კერძო კომპანიების სახელით დეტალურ ანალიზს ვუკეთებთ რეგულაციებს, კანონებს, პოლიტიკებს, ფაქტებს, რიცხვებს, მონაცემებს და სიტუაციებს და შემდეგ რეალურ სიტუაციებზე დაყრდნობით გამოგვაქვს დასკვნები და პოლიტიკური რეკომენდაციები. დაწვრილებით. 

ჩვენი სამუშაო ყოველთვის არ მიეკუთვნება ზემოთ ჩამოთვლილი მომსახურბებიდან რომელიმეს, თუმცა ის მუდამ ითვალისწინებს TBSC კონსალტინგის ძირითად ფასეულობებს.