ორი ჰოსპიტალის პროექტისთვის ბაზრის, ორგანიზაციული და ფინანსური საქმიანობის ანალიზი

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) გეგმავდა საქართველოში ერთ-ერთი კლიენტისთვის მრავალ-მილიონიანი აშშ დოლარის დაფინანსების გაცემას ორი ჰოსპიტალის განვითარების პროექტისთვის. სესხის გაცემამდე, EBRD-ის ჭირდებოდა პასუხები შემდეგ შეკითხვებზე: 1) იყო თუ არა მზად ადგილობრივი ბაზარი ამ ორი პროექტისთვის; 2) იყო თუ არა ინდუსტრიის მარეგულირებელი გარემო და ზოგადი პროგნოზი პოზიტიური; 3) იყო თუ არა ამ ორი პროექტის ფინანსური მონაცემები გამართული; 4) ჰქონდა თუ არა კლიენტს კორპორატიული უნარი ამ ორი პროექტის განსახორციელებლად.

TBSC-იმ, ჯანდაცვის სექტორის ექსპერტებთან ერთად, განახორციელა ეს პროექტი. აქცენტი გაკეთდა ოთხ ძირითად საკითხზე: პირველ რიგში, TBSC-იმ განახორციელა მიზნობრივ ბაზარზე მოთხოვნის ანალიზი, შეაფასა ჯანდაცვის სხვადასხვა სახეობის მომსახურებაზე დანახარჯები და მოთხოვნა, გააკეთა ბაზრის სრული განვითარების პროგნოზი საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით.

ჩვენ ასევე შევაფასეთ მიწოდება (სხვა კონკურენტების მხრიდან) როგორც შემოსავლების კუთხით, ასევე ჰოსპიტალის საწოლების კუთხით. მოთხოვნისა და მოწოდების შედარების შედეგად, ჩვენ გავაკეთეთ დასკვნები ბაზრის მდგომარეობის შესახებ ამ ორი პროექტისთვის. TBSC-იმ ასევე შეიმუშავა ჰოსპიტალებისა და ჯანდაცვის სექტორის და მარგულირებელი გარემოს მიმოხილვა და შეაფასა მათი გავლენა დაგეგმილ პროექტებზე. კომპანიის მენეჯმენტის წარმომადგენლებთან ინტერვიუებზე დაყრდნობით, ჩვენ შევაფასეთ კომპანიის ორგანიზაციული შესაძლებლობა და მზადყოფნა ამ საინვესტიციო პასუხისმგებლობის ასაღებად. საბოლოოდ, ჩვენ შევამოწმეთ მოცემული ორი პროექტის ფინანსური მდგომარეობა და კომენტარი გავაკეთეთ დაშვებებისა და შედეგების გონივრულობაზე.

ჩვენს ანგარიშზე დაყრდნობით, EBRD-ი მიიღებს ინფორმირებულ გადაწყვეტილებას დაფინანსებისა და პროექტის შესახებ. ის აგრეთვე იმუშავებს კომპანიასთან ერთად TBSC-ის მიერ გამოვლენილი სუსტი მხარეების გამოსასწორებლად.