საოპერაციო საქმიანობის გაუმჯობესება საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში (GOGC)

2014 წელს, USAID/HICD PLUS პროექტის ფარგლებში, TBSC-იმ განახორციელა საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის (GOGC) ტექნიკური მხარდაჭერის პროექტი. პროექტის არსს წარმოადგენდა ორგანიზაციის საოპერაციო საქმიანობის გაუმჯობესება. პროექტი შედგებოდა ორი ძირითადი ნაწილისგან: ძირითადი ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაცია და ადამიანური რესურსების მართვის ფუნქციის გაუმჯობესება. 

პროექტის მიმდინარეობისას, TBSC-ის კონსულტანტებმა 24 პროცესი განაახლეს, რაც მოიცავდა ორგანიზაციის თითქმის ყველა ძირითად ბიზნეს პროცესს და ეხებოდა სამიდან ყოველ მეორე დაქირავებულს. ჯამში, TBSC-ის კონსულტანტებმა მოამზადეს დაახლოებით 50 რეკომენდაცია – სასურველი ცვლილებები ძირითად ბიზნეს პროცესებში, რომელიც აისახება პროდუქტიულობის ან ეფექტურობის გაუმჯობესებაში, ან ორივეში ერთად. 

თითოეული პროცესისთვის, TBSC-ის კონსულტანტებმა გაიარეს ექვსი საფეხურისგან შემდგარი სქემა: გაიაზრეს არსებული სიტუაცია, წარმოადგინეს ის პროცესის რუკის სახით, გამოავლინეს გაუმჯობესების შესაძლებლობები, წარმოადგინეს არგუმენტირებული გადაწყვეტილებები (თუ რატომ იმუშავებს ეს გადაწყვეტილებები), განაახლეს პროცესი, მოამზადეს შესაბამისი დოკუმენტი, როგორიცაა პროცესის რუკა და წერილობითი პროცედურები (SOP). ზემოთ მოყვანილი საფეხურების გავლით, TBSC-იმ უზრუნველყო, რომ ყველა პროცესისთვის მაღალი ხარისხის შედეგი მიგვეღო. 

შედეგად, ნავთობისა და გაზის კორპორაციის წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ TBSC-ის მიერ გაწეულმა სასამხურმა ბევრად გადააჭარბა მათ მოლოდინს.