ცვლილებები

 
ბიზნესში სამწუხარო ფაქტია, როდესაც არასწორად მომუშავე კომპანიები ხშირად აღწევენ კრიზისულ წერტილს, რომლის შემდეგაც მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელება გარდაუვალია. ასეთ დროს თუ კომპანიის მენეჯმენტი ვერ უზრუნველყოფს სწორი ნაბიჯის გადადგმას, სიტუაცია კიდევ უარესდება. კომპანია იმდენად გამოუვალ სიტუაციაში შეიძლება ჩავარდეს, რომ შიდა მხარის თუ მოწვეული კონსულტანტების მიერ გაწეული მცდელობა საქმიანობის გაუმჯობესებისა, უშედეგოდ რჩება. ამასთანავე, ასეთი კომპანიას მიერ ახალი მენეჯმენტის გუდნის მოზიდვის ალბათობაც ძალიან მცირეა; ვინ მოისურვებს შეუერთდეს გემს, რომელიც ეს–ესაა ჩაიძირება? ყველა შემთხვევაში, წარუმატებელი კომპანიის შემოსაბრუნებლად საჭირო უნარები განსხვავდება მენეჯერისათვის საჭირო ყოველდღიური მართვის უნარებისაგან.
 
მსგავს სიტუაციაში, TBSC–ის მიერ შემოთავაზებული ცვლილებები სწორედ ზედგამოჭრილი იქნება. ჩვენ დავიცავთ მფლობელებისა და კრედიტორების ინტერესებს და ვითავებთ კომპანიის დროებით მმართველობას. ასეთ დროს, არსებული მმართველ გუნდს მთლიანად ანაცვლებებ ჩვენი სპეციალისტები. ჩვენი უმთავრესი მიზანია უზრუნველვყოთ კომპანიაში ფულის სტაბილიზაცია და შევაჩეროთ მისი არამიზანმიმართული გადინება. ეს პროცესი მოითხოვს ზოგიერთი არაპოპულარული გადაწვეტილებების მიღებას და მათ განხორციელებას.
 
მომდევნო ეტაპზე ჩვენ ვაფასებთ კომპანიის პერსპექტივებს (შესაძლებლობებს) მისი ძლიერი და სუსტი მხარეების, ასევე ბაზარზე მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით. თუ დავრწმუნდებით რომ შესაძლებელია კომპანიის რეკონსტრუირება, ვაცნობებთ ამის შესახებ მფლობელებსა და კრედიტორებს და მათთან ერთად ვიმუშავებთ ცვლილებების გეგმას. იმ შემთხვევაში, თუ დავასკვნით რომ შეუძელებელია კომპანიის რეკონსტრუირება, მფლობელებთან და კრედიტორებთან ერთად ვმუშაობთ სალიკვიდაციო გეგმაზე, რა დროსაც ჩვენი მთავარი მიზანია მოვახდინოთ სალიკვიდაციო ღირებულების მაქსიმიზაცია.
 
ახალი კურსის შემუშავებას დაახლოებით ექვსიდან ცხრა თვემდე სჭირდება; მიუხედავად იმისა რომ კრიზისული პერიოდი უკან დარჩა, გასაუმჯობესებლი სამუშაოების განხორციელება მაინც მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, ჩვენ ვმუშაობთ მფლობელებთან ერთად ახალი მენეჯმენტის გუნდის შერჩევაზე. მას შემდეგ რაც ახალი გუნდი იკავებს პოსტს, ჩვენ ვეთიშებით კომპანიის მართვას ან ვიკავებთ მრჩეველის როლს მფლობელებისა და ახალი მენეჯმენტის გუნდისათვის.
 
ორგანიზაციული ცვლილებები ქართული ბიზნეს გარემოსათვის დამახასიათებელი არ არის; თუმცა შესაძლოა ბევრი ამჟამინდელი კომპანიისათვის პრობლემის გადაჭრის გზა აღმოჩნდეს. TBSC მზადაა დახმარება გაუწიოს მფლობელებსა და კრედიტორებს იმ კომპანიის ცვლილებებში, რომელიც მათი მუდმივი ზრუნვის საგანს წარმოადგენს.