გამომწვევი მიზეზის ანალიზი

 
სამუშაო ეფექტურობის გაზრდის სურვილი უმეტეს შემთხვევაში გულისხმობს რაიმე პრობლემას არსებულ ეფექტურობაში. ეს პრობლემა შესაძლებელია კომპანიისთვის სახიფათო ან თუნდაც ნაკლებად მნიშვნელოვანი იყოს, მიუხედავად სიმძიმისა, აუცილებელია რაიმე შეიცვალოს ეფექტურობის გასაზრდელად.
 
უმეტეს შემთხვევაში სიმპტომები დაბალი ეფექტურობის აშკარაა: გაყიდვები მცირდება,  კლიენტების რაოდენობა დაბალია ან მცირდება. შეცდომა, რომელსაც ბევრი კომპანია უშვებს არის მცდელობა გამოასწოროს მდგომარეობა ნამდვილი გამომწვევი მიზეზის დადგენის გარეშე. მაგალითად, თუ გაყიდვები მცირდება, ამის მიზეზი შეიძლება იყოს პროდუქტის დაბალი ხარისხი, არასწორი გასაყიდი ფასი და რეკლამირება,  თანამშრომლების არასწორი დაკომპლექტება და გაყიდვებზე მომუშავე თანამშრომელთა დაბალი ანაზღაურება, კონკურენტი, რომელიც უბრალოდ უკეთესად ართმევს თავს საქმიანობას და ა.შ. ბუნებრივია სიმპტომის – შემცირებული გაყიდვების – გამოსწორების საუკეთესო გზა იქნება მისი გამომწვევი მიზეზის გადაწყვეტით. ანუ, თუკი ნამდვილი გამომწვევი მიზეზი პროდუქტის არასწორ გასაყიდი ფასია, სწორი იქნება ცვლილებების მასში შეტანა, და არა გაყიდვებზე მომუშავე თანამშრომლებში. 
 
ათეულობით გზა არსებობს პრობლემის გამომწვევი მიზეზის დასადგენად. TBSC არჩევს საუკეთესო მეთოდს კონკრეტული სიტუაციისათვის კომპანიაში. არცერთი მეთოდი არ არის განსაკუთრებულად რთული, მაგრამ უმეტესწილად ნამდვილი გამომწვევი მიზეზის დასადგენად აუცილებელია გარე ექსპერტი, რომელიც შეძლებს ნეიტრალური თვალით შეხედოს არსებულ სიტუაციას.
კონსულტაციის შედეგად ეფექტურობის გაზრდა არ არის ფართოდ გავრცელებული საქართველოში, მაგრამ ძალიან ჩვეულებრივი მოვლენაა დანარჩენ განვითარებულ მსოფლიოში.
 
TBSC–ის კონსულტანტები ასეთი ტიპის სამუშაოს უკვე 25 წელია ასრულებენ. ჩვენი გამოცდილება ეხმარება კლიენტებს უმოკლეს ვადებში ჩაწვდნენ პორბლემის ნამდვილი გამომწვევ მიზეზს და გამოსასწორებელი სამუშაოები ჩაატარონ შესაძლო უმარტივესი გზით.