კომპანიის დიაგნოსტიკა

 
მიუხედავად იმისა, რამდენად წარმატებულია კომპანია, ყოველთვის არის რეზერვები მუშაობის გასაუმჯობესებლად. ბიზნესის ზოგიერთ მიმართულებაში შესაძლოა იყოს მეტი პოტენციალი, ხოლო სხვა მიმართულებები შესაძლოა კარგად იყოს ათვისებული. სიმპტომებისთვის გამოსავალის პოვნის ნაცვლად, რომელიც შესაძლოა ადვილად შესამჩნევი იყოს, საჭიროა კომპანიაში არაეფექტურობის ნამდვილი მიზეზების პოვნა.
 
ჭეშმარიტი პრობლემების გამოსავლენად კომპანიის სრულყოფილი დიაგნოსტიკაა საჭირო. ეს გულისხმობს კომპანიის ოპერაციის ყველა ძირითადი სფეროს შესწავლას, თანამშრომლებთან მჭიდროდ მუშაობას და იმ ნამდვილი მიზეზების ერთობლივად ძიებას, რომლებიც ამცირებს ორგანიზაციის კონკურენტუნარიანობას. დიდი რაოდენობის ინფორმაციის შეგროვების და ანალიზის გზით, TBSC გამოავლენს არაეფექტურობის მიზეზებს და ჩამოაყალიბებს ყოვლისმომცველ ანგარიშს, რომელიც უჩვენებს მმართველ გუნდს არასათანადო მუშაობის უმთავრეს მიზეზებს, გაუმჯოსების ძირითად შესაძლებლობებს და მათ შესაძლო გავლენას კომპანიის ერთ ან მეტ მიმართულებაზე.
 
არაეფექტურობის მიზეზების ცოდნა მხოლოდ ნახევრად გადაჭრილ პრობლემას ნიშნავს. სწორი დიაგნოზის დასმის შემდეგ რჩება სტრატეგიის ჩამოყალიბება თუ როგორ უნდა ვიმუშაოთ გამოვლენილ სირთულეებზე.