კომპენსაციის მენეჯმენტი და სახელფასო კვლევა

 
დროის ნებისმიერ მონაკვეთში, ყველა კომპანიაში დგება მომენტი როდესაც უწევთ ფიქრი კომპენსაციის მართვის საკითხზე. კომპანიის დონეზე საფუძვლიანად თავს იჩენს შემდეგი კითხვები: რამდენად შესადარისია ჩვენი ხელფასები სხვა კომპანიის ხელფასებთან? სათანადოა ჩვენი კომპენსაციის ბიუჯეტი? დაქირავებული თანამშრომლების შემთხვევაში, კონკრეტული თანამშრომელის ხელფასი რამდენად შედარებითია ანალოგიური საქმიანობის კომპანიის თანამშრომელთან და ვის ვეჯიბრებით პერსონალის მოზიდვაში.
 
წლების მანძილზე, TBSC Consulting-ი სთავაზობს კლიენტებს ყოვლისმომცველ მეთოდებს ფრიად საგულისხმო საკითხების გადასაჭრელად რომლებიც ადამიანური რესურსების მენეჯერებს მოსვენებას არ აძლევთ. ჩვენი სახელფასო და სარგებლიანობის კვლევა საწყისი წერტილი და მყარი საფუძველია კომპენსაციის საკითხების დამაკმაყოფილებად გადასაწყვეტად როგორც კომპანიის ასევე თანამშრომლების დონეზე.
 
ჩვენი მეთოდოლოგია გულისხმობს ინდივიდუალური ხელფასების მოძიებას სხვადასხვა ინდუსტრიის კომპანიებში.ჩვენ ვაფასებთ პოზიციას უმთავრესი პირობების მიხედვით და განვსაზღვრავთ მათ შედარებითობას სხვადასხვა კომპანიებისათვის. შემდეგ ჩვენ ვადგენთ სტატისტიკურ განაწილებას რომელიც დეტალურად ასახავს კომპენსაციის ბაზრის მდგომარეობას სხვადასხვა ფუნქციებისა და პოზიციების მიხედვით. სახელფასო და სარგებლიანობის კვლევის ანგარიში მოიცავს სტატისტიკურ განაწილებას ინდივიდუალური პოზიციების, ორგანიზაციული დონეების ადა ფუნქციური არეების მიხედვით რაც საშუალებას გვაძლებს გავაანალიზოთ საბაზრო ნორმები სხვადასხვა თვალსაზრისით.
კომპენსაციის მართვის სერვისის ბოლო ფაზა გულისხმობს კლიენტი კომპანიის კომპენასციის პოლიტიკის გაანალიზებას ბაზრის სხვადასხვა პირობებთან მიმართებაში. ჩვენ ვსაზღვრავთ პრიორიტეტებს პოზიციებისათვის მათი კრიტიკულობის დონის მიხედვით კომპანიაში და თითოეულს ვუსადაგებთ სხვადასხვა ბაზრის ნიშნულებს.
 
ჩვენი სერვისის დახმარებით კომპენსაციის პოლიტიკის მენეჯმენტი მჭიდროდ კავშირი ყალიბდება კომპენსაციის ბიუჯეტის ოპტიმიზაციისა და თანამშრომელთა დენადობის მინიმიზაციის მიზნებთან. დამატებით გადაწყვეტილების მიღებისას ინფორმაცია ჭარბი არაფულადი სარგებლის მიღების მეთოდების შესახე საგრძნობლად უწყობს ხელს ხსენებული მიზნების მიღწევას.