მენეჯმენტის პროცესები

 
ყველა ორგანიზაციას გააჩნია მენეჯმენტის პროცესები. ეს პროცესები ასახავს თუ როგორ კეთდება საქმე. მენეჯმენტის პროცესები მოიცავს ყველაფერს ახალი პროდუქტის განვითარებიდან ფულადი სახსრების მართვამდე და კლიენტის მომსახურებამდე. მენეჯმენტის პროცესები, სავარაუდოდ მეტად, ვიდრე კომპანიის სხვა ნიშან–თვისებები, განსაზღვრავს კომპანიის წარმატებას თუ მარცხს.
 
მენეჯმენტის პროცესების ხარისხი შესაძლოა განსხვავდებოდეს უშუალოდ კომპანიის შიგნით. მენეჯერების უმრავლესობა დაგვთანხმდებოდა, რომ გარკვეული მენეჯმენტის პროცესები ოპტიმალური არ არის. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არსებობს გაუმჯობესების შესაძლებლობები. ზოგჯერ ეს შესაძლებლობები არის ერთი დეპარტამენტში და პრობლემის გადაწყვეტაც იმავე დეპარტამენტშია შესაძლებელი, ერთი მენეჯერის კომპეტენციის ფარგლებში.
 
უფრო ხშირად, გაუმჯობესების შესაძლებლობები სხვადასხვა დეპარტამენტებს მოიცავს; განვიხილოთ
მაგალითად კლიენტის მომსახურება, სადაც რამდენიმე დეპარტამენტი ასრულებს კლიენტის მომსახურების რომელიმე ელემენტს. ასეთ სიტუაციებში მენეჯმენტის პროცესის გაუმჯობესება მოითხოვს კომპანიის უფროსი მენეჯერების გადაწყვეტილებას. სამწუხაროდ უფროს მენეჯერებს არ აქვთ საჭირო დრო თუ გამოცდილება, რათა შეიმუშავონ ოპტიმალური პროცესი. შემდეგი დონის მენეჯერებზე დაყრდნობა არის ერთ–ერთი არჩევანი, თუმცა მათ გააჩნიათ პირადი ინტერესები, რომლებმაც შესაძლოა ავნოს შედეგებს. შედეგად, მენეჯმენტის პროცესები შესაძლოა დარჩეს მოუწესრიგებელი ან გაუმჯობესებამ არ მოიტანოს სასურველი სარგებელი.
 
TBSC-ის კონსულტანტებს უმუშავიათ ასობით ორგანიზაციასთან მათი მენეჯმენტის პროცესების გაუმჯობესებაზე, უფრო ზუსტად იმ პროცესებზე, რომლებიც მოიცავს რამდენიმე დეპარტამენტს. ჩვენ გვაქვს შესაბამისი უნარები, გამოცდილება და დრო ამის გასაკეთებლად პრაქტიკულად ნებისმიერი ორგანიზაციისათვის. ჩვენ შეგვიძლია გადავცეთ კომპანიებს პრობლემას მორგებული გადაწყვეტილებები (რათა მათ მოიყვანონ ის სისრულეში) ან გავატაროთ მენეჯმენტის გუნდს გაუმჯობესების პროცესი, რაც საბოლოო შედეგამდე მიგვიყვანს.