ორგანიზაცია და მისი სწორი ფორმირება

 
ორგანიზაციულ სტრუქტურას დიდი მნიშვნელობა აქვს. იგი იმაზე მეტია, ვიდრე ოთხკუთხედები და ხაზები ორგანიზაციულ სქემაზე. მისი მიზანია დარწმუნდეს, რომ: 1) ყველა საჭირო ფუნქცია ჯეროვნადაა განაწილებული და შესრულებული (ყველა მნიშვნელოვანი კომპონენტი სრულდება მაქსიმალურად ეფექტურად); 2) გამოუსადეგარი ფუნქციები ამოღებულია ან აუთსორსინგზეა გატანილი და 3) თითოეული პოზიციას საუკეთესო კანდიდატი იკავებს.
 
საბოლოო ჯამში, სწორად გამართულ ორგანიზაციას შეუძლია შექმნას საუკეთესო ხარისხის პროდუქტი თუ სერვისი და მაქსიმალურად ეფექტურად დააკმაყოფილოს კლიენტის საჭიროებები.
სამწუხაროდ, მხოლოდ მცირე კომპანიებს შეუძლიათ თქვან, რომ ისინი სწორად ორგანიზებულები არიან ან თუნდაც მათი ორგანიზაციის ზომა ოპტიმალურია. როგორც წესი, ორგანიზაციული სტრუქტურა შედეგია ისტორიული ცვლილებებისა, რომლის მართებულობაც შესაძლოა ეჭვქვეშ დაგვეყენებინა თუ მათ დღევანდელობაში გადმოვიტანდით და ახალი ფურცლიდან დავიწყებდით ორგანიზაციის ფორმირებას. 
 
ამის შესაბამისად, ბევრ კომპანიაში მენეჯერთა უმრავლესობა ალბათ დაგვეთანხმებოდა, რომ ორგანიზაციას გარკვეულ დონეზე ესაჭიროება რესტრუქტურიზაცია. სამწუხაროდ, მისი განხორციელება დიდ სირთულებთანაა დაკავშირებული, რადგან მოითხოვს ტოპ–მენეჯმენტისაგან პასუხისმგებლობების ხელახალ გადანაწილებას, ისინი კი ამ სიტუაციაში ნაკლებად ენთუზიასტები არიან მხარი დაუჭირონ მსგავსი ტიპის საქმიანობას.
 
TBSC-ის კონსულტანტები 25 წელზე მეტია ასრულებენ ორგანიზაციის სტრუქტურულ ფორმირებასთან დაკავშირებულ სამუშაოს. ჩვენ შეგვიძლია შემოგთავაზოთ სხვადასხვა მეთოდები, რომელიც მოგიგვარებთ კომპანიაში არსებული ორგანიზაციული დიზაინის პრობლემებს.