საოპერაციო საქმიანობის ბენჩმარკინგი

 
საოპერაციო საქმიანობის გაუმჯობესების პაკეტის ფარგლებში კლიენტებს ვთავაზობთ მათი საოპერაციო საქმიანობის ინდუსტრიის საუკეთესო პრაქტიკასთან შედარებით ანალიზს. ჩვენ დაახლოებით 20–მდე იდუსტრიაში გვაქვს გამოცდილება და ასევე საკმაოდ სწარფად შეგვიძლია ჩვენთვის ახალი ინდუსტრიის სპეციფიკის გაცნობა, რათა ჩვენს კლიენტებს მოვემსახუროთ პროფესიონალურ დონეზე. ვეყრდნობით რა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორის, ჰოლანდიური Larive ჯგუფის საერთაშორისო ქსელს, ჩვენ შეგვწევს უნარი მოვიძიოთ სხვადასხვა სექტორში მოღვაწე მოწინავე კომპანიების შესახებ ინფორმაცია. უფრო მეტიც, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა მივმართოთ ჩვენს პარტნიორებს ამისთვის.
 
კონსულტანტები ხშირად ადარებენ კლიენტი კომპანიების საოპერაციო საქმიანობას მათი კონკურენენტების ან დარგში მოღვაწე მოწინავე კომპანიების საქმიანობას. მეორე მხრივ, ჩვენ  ვადარებთ ასევე სხვადახვა პროცესებს კომპანიის შიგნით. პრინციპი ისაა, რომ მოიძებნოს ყველაზე საუკეთესო მაგალითი და დადგინდეს წარმატების მიზეზი – თუ როგორ არის ესა თუ ის პროცესი მართული, რაც მის წარმატებულ ფუნქციონირებას უდევს საფუძვლად. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს უბრალოდ გადაკოპირებას, არამედ მის სპეციფიკაში ჩაწვდომას და შემდეგ მორგებას. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე კომპანია პირდაპირ ვერ ედრება ვერცერთ სხვას, მაშინ ჩვენ ვცდილობთ გარკვეული დაშვებების საფუძველზე მივაღწიოთ შესადარისობას. 
 
ჩვენი საოპერაციო საქმიანობის გაუმჯობესების სერთიფიცირებული ტექნოლოგი (Certified Performance Technologist), რომელიც სერთიფიცირებულია „საოპერაციო საქმიანობის გაუმჯობესების საერთაშორისო საზოგადოების“ მიერ, ზედამხედველობას უწევს სგავსი ტიპის პროექტებს და უზრუნველოყოფს 30 წლის მანძილზე საოპერაციო საქმიანობის გაუმჯობესების სფეროში დაგროვებული  გამოცდილების შედეგად მიღებული ცოდნის გაზიარებას.