სტრატეგიის ფორმულირება და იმპლემენტაცია

 
თითქმის ყველა ბიზნესში კონკურენტული გარემო იცვლება. იცვლება გარე წესები და რეგულაციები. ახალი კონკურენტები შემოდიან ბაზარზე იმავე ან განსხვავებული პროდუქტებით. იცვლებიან აგრეთვე მომწოდებლებიც. და რაც ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია, თავად კომპანია იცვლება ზომით, დახვეწილობის დონით და მართვის სტილით.
 
ასეთ სიტუაციაში თვით ყველაზე კარგად მართული კომპანიებიც კი შესაძლოა ჩავარდნენ ცუდ მდგომარეობადში არაგამიზნული სტრატეგიის გამო. იმას, რაც წარსულში კარგად მუშაობდა, აღარ მოაქვს ისეთი შედეგები, როგორიც სურთ მფლობელებს. 
 
ბევრი მენეჯერის ცრუ შეხედულებების მიუხედავად, კომპანიის უმაღლეს დონეზე საკმაოდ მცირეა განსხვავებები ერთი ინდუსტრიიდან მეორემდე. სხვაგვარად რომ ვთქვათ, 80 პროცენტი იმისა, რისი განხილვაც საჭიროა სტრატეგიული პერსპექტივიდან, ერთი და იგივეა სხვადასხვა ინდუსტრიებში; მხოლოდ 20 პროცენტი არის უშუალოდ ინდუსტრიისათვის დამახასიათებელი. შესაბამისად, სტრატეგიის გადახედვა მოითხოვს სტრატეგიის პრინციპების გამოყენებას როგორც მრავალი ინდუსტრიისთვის (80 პროცენტი), ასევე კონკრეტულ ინდუსტრიისთვის დამახასიათებელი ასპექტებით (20 პროცენტი). 
 
მხოლოდ ზოგიეთ მენეჯერს თუ აქვს დიდი გამოცდილება მრავალ ინდუსტრიაში,  რათა ჰქონდეთ ზემოთხსენებული 80–პროცენტიანი შეხედულება. თუმცაღა, იგივე მენეჯერები არიან ძალიან მცოდნენი 20–პროცენტიანი ინდუსტრიისათვის დამახასიათებელი პერსპექტივის თვალსაზრისით.  ეს არის იდეალური შემთხვევა გარე სპეციალისტების გამოსაყენებლად; იგი აერთიანებს კონსულტანტების ფართე, მრავალინდუსტრიულ გამოცდილებას, დირექტორის ინდუსტრიაზე ორიენტირებულ გამოცდილებასთან. 
 
თითქმის ყველა პროექტი, რომელსაც ახორცილებსTBSC Consulting-ი არის ჩვენთვის ახალი; აქიდან გამომდინარეობს ჩვენი პოზიცირება, როგორც ზოგადი მენეჯმენტის საკონსულტაციო ფირმისა. ჩვენ საქმე გვაქვს კომპანიების უფროსი მენეჯერების საზრუნავ საკითხებთან. შედეგად, ჩვენ ვართ კარგ პოზიციაზე საიმისოდ, რომ დავეხმაროთ კომპანიებს სწრაფად შეაფასონ თავიანთი სტრატეგიული მდგომარეობა და შემდეგ რეკომენდაცია გავუწიოთ მათ დამატებითი სამუშაოს შესახებ იმ შემთხვევაში, თუკი კომპანიის სტრატეგია  საგულდაგულოდ იქნება გადახედილი.