სასოფლო სამეურნეო პროდუქტების ღირებულებათა ჯაჭვის კვლევა

CBI–ის (ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროში არსებული ‘განვითარებადი ქვეყნებიდან ევროპაში იმპორტის ხელშეწყობის ცენტრის’) დაკვეთით განხორციელდა კვლევა მაღალი საექსპორტო პოტენციალიას მქონე სასოფლო სამეურნეო პროდუქტების ღირებულებათა ჯაჭვის დასადგენად სომხეთსა და საქართველოში. TBSC-მ შეიმუშავა საქართველოში არსებული ასეთი სასოფლო სამეურნეო პროდუქტების საბოლოო ჩამონათვალი, რომლებსაც შემდგომში დახმარებას CBI გაუწევს. არსებული მდგომარეობის შესაფასებლად TBSC-მ ჩაატარა გასაუბრება და დისკუსია მთავრობის წარმომადგენლებთან და ინდუსტრიის წამყვან ექსპერტებთან. შეგროვებული მონაცემების საფუძველზე, TBSC-მ იდენთიფიცირება გაუკეთა  ოთხ სასოფლო სამეურნეო პროდუქტის ღირებულებათა ჯაჭვს, რომელთაც გააჩნიათ ყველაზე მაღალი საექსპორტი პოტენციალი. მომდევნო ეტაპზე TBSC-მ შეაგროვა ამ ოთხი პროდუქტის შესახებ სტატისტიკური და მეორადი მონაცემები და შეაფასა ღირებულებათა ჯაჭვი. შეფასებები მოიცავდა შემდეგს: 1.  ნახსენები პროდუქტების ექსპორტის ზრდაში მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორები ღირებულებათა ჯაჭვის ცალკეულ ეტაპზე. 2. არსებული ინიციატივები და ღონისძიებები, რომლებსაც უკვე ახორციელებს სახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაციები ამ პრობლემების მოსაგვარებლად. 3. პოტენციურად საინტერესო პროგრამები თუ ინიციატივები, რომელთა განხორციელებაც შეუძლია CBI-ს პრობლემების აღმოფხვრისა და ექსპორტის ხელშეწყობისთვის.