TBSC–ის შესახებ

TBSC კონსალტინგი არის მცირე საკონსულტაციო ფირმა, რომელიც მდებარეობს საქართველოში, ქალაქ თბილისში.  TBSC ეხმარება ორგანიზაციებს უკეთესი სტრატეგიული და ტაქტიკური  გადაწყვეტილებების მიღებაში, იმ დეტალური ანალიზის მეშვეობით რომელიც საჭიროა ასეთი ტიპის გადაწყვეტილებების მისაღებად. სწორედ აქედან გამომდინარეობს ჩვენი დევიზიც: ანალიზზე დამყარებული უკეთესი გადაწყვეტილებები.  

ჩვენი სერვისების, კლიენტების და პროექტების უცვლელი ზრდადობა მიანიშნებს ჩვენი მომსახურების მაღალ ეფექტურობაზე, როგორც ადგილობრივი ისე უცხოელი კლიენტებისთვის.
გასული ათი წლის განმავლობაში TBSC დაეხმარა 100–მდე ორგანიზაციას, მათ შორის უმსხვილეს ქართულ ბანკებს, მრავალპროფილიან ქართულ კომპანიებს, უცხოელ ინვესტორებს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს, საქართველოს მთავრობას, დიპლომატიურ მისიებს, დონორებს და არა სამთავრობო ორგანიზაციებს  უკეთესი გადაწყვეტილებების მიღებაში.

TBSC–ის პრეზიდენტი და დამფუძნებელი 25 წლის განმავლობაში რჩევებს აძლევდა უფროს მენეჯერებს, დირექტორთა საბჭოებს და სამეთვალყურეო საბჭოებს ჩრდილოეთ და დასავლეთ ამერიკაში, ცენტრალურ და სამხრეთ ევროპაში.
ჩვენი თანამშრომლები არიან ქართული და დასავლური უნივერსიტეტების კურსდამთავრებულები, რომლებსაც აქვთ გამოცდილება ქართველ და უცხოელ კლიენტებთან მუშაობის.
საკონსულტაციო კომპანია "ლარივ" ჯგუფთან სტრატეგიული ალიანსის მეშვეობით, TBSC წარმატებით ანხორციელებს  ევროპისა და აზიის ადგილობრივ  და საერთაშორისო კომპანიებს შორის კავშირის დამყარებას.  ამგვარად TBSC ეხმარება არამარტო უცხოურ კომპანიებს საქართველოს ბაზარზე შემოსვლაში, არამედ ეხმარება ქართულ კომპანიებსაც   უცხოურ ბაზრებზე დამკვიდრებაში,  პარტნიორების მოძიებაში, და ასევე თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ნოუ–ჰაუების დანერგვაში.

TBSC-ის კორპორატიული პრეზენტაცია (ინგლისური ვერსია)