ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზი ჰიდროენერგეტიკული პროექტებისთვის

ამ ზაფხულს, TBSC კონსალტინგმა განახორციელა კიდევ ერთი პროექტი ენერგეტიკის სფეროში. USAID-ის ჰიდროენერგეტიკისა და ენერგიის დაგეგმარების პროექტმა (HPEP) TBSC-ის დაუკვეთა ხარჯ-სარგებლიანობის მოდელის განვითარება ენგურის აუზში არსებული ჰესების პროექტებისთვის გარემოს და სოციალური გავლენების გათვალისწინებით.

ხუთი არასამთავრობო ორგანიზაციისგან (CENN, მწვანე ალტერნატივა, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა, ენერგოეფექტურობის ცენტრი და REC კავკასია) შემდგარ სამუშაო ჯგუფს ევალებოდა მონაცემების მოწოდება. ჩვენი ინფორმაციით ასეთი ანალიზი ჰიდროენერგეტიკის მიმართულებით საქართველოში აქამდე არასდროს ჩატარებულა.

TEEB (ეკოსისტემების და ბიომრავალფეროვნების ეკონომიკა) მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით სამუშაო ჯგუფმა 13 თემატურ საკითხად ჩამოაყალიბა სოციალური და გარემოს ხარჯები. შემუშავდა მოდელი, რომელიც შემდეგი საკითხების მონეტიზაციას გულისხმობს: გადასახლება, ეკონომიკური განვითარება, ნედლეული და საკვები, სტიქიური უბედურებების მართვა, ჯიშების საცხოვრებელი და ტურიზმი. გამარტივების მიზნით გათვალისწინებულ იქნა ერთადერთი სარგებელი - ელექტროენერგია. მოდელი გამოყენებული იყო სამი ჰიდროენერგო პროექტისთვის: ერთი რეზერვუარით - ფარი (180 MW) და ორი რეზერვუარის გარეშე: ენგური 6 (6.5 MW) და მულხურა (29.4 MW). 

ზემოთ ხსენებულ თემატურ საკითხებზე დაყრდნობით, ჩვენ გამოვითვალეთ სარგებლის ფარდობა ხარჯთან ამ სამი პროექტისთვის. სამუშაო ჯგუფი და TBSC იღებდა პერიოდულ შენიშვნებს HPEP-ისგან, USAID-ისგან და სამი სამინისტროსგან: გარემოს დაცვის სამინისტრო, ენერგეტიკის სამინისტრო და ეკონომიკის სამინისტრო.