ძირითადი ფასეულობები

 
კარგი რეპუტაცია, პროფესიონალიზმი, ენთუზიაზმი და სიბეჯითე TBSC–ის მუშაობის ეთიკის მთავარ დამახასიათებელ ნიშნებს წარმოადგენს. ამ ფასეულობების გამოყენება და მათი აღიარება ჩვენი განმასხვავებელი მახასიათებელია.
 
კარგი რეპუტაცია – ჩვენ არ ვეძებთ პრობლემების ადვილ გადაწყვეტას,
ჩვენ ვეძებთ სწორ  გადაწყვეტას. ჩვენ არ ვართ ორიენტირებულნი მოკლევადიან მოგებაზე, არამედ აქცენტს ვაკეთებთ ღირებულების შექმნაზე და ჩვენთვის და ჩვენი კლიენტისთვის გრძელვადიანი ზრდის პერსპექტივებზე. ჩვენ მკაფიოდ ვანსხვავებთ ინფორმაციას, რომელიც შეიძლება გაიცეს და ინფორმაციას, რომელიც კლიენტის კუთვნილებაა და ასეთ ინფორმაციას ჩვენ მკაცრად კონფიდენციალურად ვიცავთ. ჩვენ პატივისცემით ვეპყრობით ჩვენს კლიენტებს, პარტნიორებს და იმ ადამიანებს ვისთან ერთადაც ვმუშაობთ და სანაცვლოდაც იგივეს ვითხოვთ. ჩვენ ვიცავთ საკუთრების უფლებებს და ვიყენებთ ლიცენზირებულ პროდუქციას ჩვენს საქმიანობაში. და ბოლოს, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, TBSC–ის შეაქვს თავისი წვლილი ეკოლოგიურად უფრო სუფთა და სქესის მიმართ ნეიტრალური ბიზნეს გარემოს შექმნაში.  
 
პროფესიონალიზმი – ჩვენ ყოველთვის ვამბობთ სიმართლეს და ვანსხვავებთ თუ რისი გაკეთება შეგვიძლია ან არ შეგვიძლია ჩვენი შესაძლებლობებიდან, გამოცდილებიდან, ან ეთიკური მიზეზებიდან გამომდინარე. როდესაც საჭიროა, ჩვენ ვეხმარებით ჩვენს კლიენტებს მოიძიონ პროფესიონალური რჩევა სხვებისგან. ჩვენ ვპასუხობთ ცვალებად მსოფლიოს და მიგვაჩნია, რომ აუცილებელია მუდმივად ახლის სწავლა. ჩვენ მუდმივად ვაფასებთ ჩვენს შესაძლებლობებს და ვეძებთ საშუალებებს ახალი ცოდნისა და კვალიფიკაციის შესაძენად კლიენტთან მუშაობით, ან დამოუკიდებელი სწავლით. 
 
ენთუზიაზმი – არანაირი მნიშვნელოვანი სამუშაო არ სრულდება ენთუზიაზმის გარეშე. ჩვენ გვჯერა იმის, რასაც ვაკეთებთ და გვჯერა, რომ ამის გაკეთებით ჩვენ ვეხმარებით ჩვენს კლიენტებს უკეთესი გადაწყვეტილებების მიღებაში, უკეთ ოპერირებასა და პოზიტიური ცვლილებების განხორციელებაში. ჩვენი სამართლიანი რწმენა საკუთარ თავში ამაღლებს ენთუზიაზმისა და საქმისადმი სერიოზული მიდგომის დონეს TBSC–ის გუნდში და აუმჯებესებს ჩვენი მუშაობის შედეგებს. ჩვენი ენთუზიაზმი საშუალებას გვაძლევს მოვიძიოთ და ვცადოთ ყველა შესაძლებლობა, რათა მივაღწიოთ სასურველ მიზნებს და გამოვიყენოთ ჩვენი წარმოდგენის უნარი, როდესაც გზა არც ისე ნათელია. 
 
სიბეჯითე – TBSC–ის გუნდი ძველ სკოლას წარმოადგენს, სადაც სიბეჯითე ჯილდოვდება წარმატების პერსონალური შეგრძნებით. ჩვენ გულმოდგინედ და მგრძნებარედ ვასრულებთ ჩვენს სამუშაოს, მაგრამ ამავდროულად, ყურადღებით. საჭიროების შემთხვევაში ჩვენ ვართ მტკიცენი, დინჯები,  რათა ჩავწვდეთ ყველა ნიუანსს. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ ვამბობთ რასაც გავაკეთებთ და შემდეგ ვასრულებთ ჩვენს დანაპირებს.