USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამა

USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით წამყვანმა კვლევითმა ორგანიზაციებმა (Think Tanks) ხელი მოაწერეს თანამშრომლობის მემორანდუმს.
ცხრა კვლევითი ორგანიზაცია: ISET-ის პოლიტიკის ინსტიტუტი; PMC კვლევითი ცენტრი, „გალთ ენდ ტაგარტი“ (Galt & Taggart), თი-ბი-სი კაპიტალი, თი-ბი-ეს-სი კონსალტინგი, საქართველოს საპარლამენტო კვლევითი ცენტრი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრი, „ბიზნესკვლევების სახლი“ (House of Business Studies), საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ფონდი, ერთად იმუშავებს პრიორიტეტული ეკონომიკური რეფორმების პოლიტიკაზე და ითანამშრომლებს მთავრობასთან COVID-19-ის შედეგად წარმოქმნილი კრიზისიდან ქვეყნის გამოყვანისა და მდგრადი ეკონომიკის შექმნის მიზნით.
ღონისძიება გახსნა USAID-ის მისიის დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა გაგიკ მელქუმიანმა.

          

Ana
Share
This